საკომუნიკაციო მოწყობილობების მსოფლიო მასშტაბის ბრენდი TRENDnet დაფუძნდა 1990 წელს, აშშ-ს შტატ კალიფორნიაში. TRENDnet-ის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს უსადენო, სადენიან, ვიდეო-სამეთვალყურეო, საკომუნიკაციო და პერიფერიულ მოწყობილობებს. წარმოების მუდმივი სრულყოფა და ხარისხის მართვის ISO 9001:2008 სერთიფიკატი TRENDnet-ის წარმატების მთავარი საწინდარია. მსოფლიოს მასშტაბით, TRENDnet ასოცირდება, როგორც განსაკუთრებული ხარისხის, მაღალი წარმადობის ბრენდი, რომელსაც ენდობა მრავალრიცხოვანი მომხმარებელი.

საქართველოში კომპანია Telco Systems-ს მინიჭებული აქვს ექსკლუზიური უფლება წარმოადგენდეს TRENDnet-ის მთავარ დისტრუბიუტორს. TRENDnet-ის პროდუქციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.telco.ge ან დარეკოთ ნომერზე: +995 (32) 2 19 29 99